Alphabet-სა და მის დაქვემდებარებაში მყოფ ყველა კომპანიაში, მათ შორის, Google-ში დასაქმებულები დისტანციურად კიდევ ერთი წლის განმავლობაში, 2021 წლის ივლისამდე იმუშავებენ. საუბარია, დაახლოებით 200 ათას დასაქმებულზე. როგორც The Wall Street Journal-ი წყაროზე დაყრდნობით წერს, ეს გადაწყვეტილება Alphabet-ის ხელმძღვანელმა მიიღო.
როგორც ცნობილია, Alphabet-ის თანამშრომლები დისტანციურ სამუშაოზე კორონავირუსის პანდემიის გამო გადავიდნენ. მაისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დასაქმებულების ნაწილი ჩვეულ სამუშაო გრაფიკს 2020 წლის ივლისში, ნაწილი კი ეტაპობრივად, წლის ბოლომდე დაუბრუნდებოდა. თუმცა, კორონავირუსის ფაქტების ზრდასთან დაკავშირებით კომპანიის ხელმძღვანელმა გადაწყვიტა, დისტანციური რეჟიმი კიდევ ერთი წლით გაეხანგრძლივებინა.
WSJ აღნიშნავს, რომ დისტანციური სამუშაო გრაფიკი არა მხოლოდ ამერიკაში, არამედ გაერთიანებული სამეფოში, ინდოეთში, ბრაზილიასა და სხვა ქვეყნებში დასაქმებულებსაც შეეხებათ.