19:27
11 ივლისი, 2020, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
Google-მა სმარტფონ Pixel-ის ახალი თაობა წარმოადგინა
17-10-2019

ამერიკულმა კომპანიამ Google-მა ფლაგმანი სმარტფონი Pixel 4 წარმოადგინა. მისი პრეზენტაცია ნიუ-იორკში გაიმართა, რომლის პირდაპირი ტრანსლირებაც YouTube-ზე მოხდა.

ახალ ტელეფონს გაუმჯობესებული აქვს კამერა, რომელსაც ღამის რეჟიმში ვარსკვლავების გადაღების შესაძლებლობაც კი ექნება. მისმა შემქმნელებმა სმარტფონს ასევე დაამატეს ჟესტიკულაციით მართვის ფუნქცია. შესაბამისად, მომხმარებელს ხელის უბრალო გაქნევით შეეძლება მაგალითად, შეცვალოს სიმღერა, რომელსაც უსმენს ან გაუთიშოს ტელეფონს მელოდია, როცა რეკავს.

Pixel 4-ის ფასი შტატებში 799 დოლარიდან იწყება და 899 დოლარს აღწევს. ახალი სმარტფონი სამ ფერშია ხელმისაწვდომი. ესენია: შავი, თეთრი და ნარინჯისფერი.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები