კორპანია Google-მა შესაძლოა, აამოქმედოს სპეციალური საძიებო სისტემა ბავშვებისთვის, რომლებმაც ჯერ კიდევ არ იციან კითხვა. დოკუმენტის აღწერილობის მიხედვით, ტექნოლოგია წარმოადგენს გეიმიფიცირებულ საძიებოს, რომელიც კითხვებზე პასუხს გამოსახულებით იძლევა და არა ტექსტით.ტექნოლოგიაში ჩართულია ვიზუალური და ხმოვანი დამხმარეები, რომლებიც გაფორმდება ფერად ბურთულებად და მათზე დაჭერით ბავშვები შეძლებენ დაიწყონ ძიება. მაგალითად, ბავშვი იტყვის სიტყვას და საძიებო მას ამ სიტყვის ვიზუალურ მასალას გამოუჩენს.ექსპერტები შიშობენ, რომ მსგავსი პროგრამები ბავშვებში გაჯეტდამოკიდებულებას გააჩენენ, გარდა ამისა, ისინი ფიქრობენ, რომ ესტექნოლოგია „გუგლს“ საშუალებას მისცემს, წვდომა ჰქონდეს მეტ პერსონალურ მონაცემთან მათი თანხმობის გარეშე.