კორპორაცია Google-მა შესაძლოა, ბავშვებისთვის, რომლებმაც ჯერ კიდევ არ იციან კითხვა, სპეციალური საძიებო სისტემა აამოქმედოს. ამის შესახებ Mediapost-ი კომპანიის საპატენტო განაცხადზე დაყრდნობით წერს. დოკუმენტის აღწერილობის მიხედვით, ტექნოლოგია წარმოადგენს საძიებოს, რომელიც კითხვებზე პასუხს გამოსახულებით იძლევა და არა ტექსტით. ტექნოლოგიაში ჩართულია ვიზუალური და ხმოვანი დამხმარეები, რომლებიც გაფორმდება ფერად ბურთულებად და მათზე დაჭერით ბავშვები შეძლებენ დაიწყონ ძიება. მაგალითად, ბავშვი იტყვის სიტყვას და საძიებო მას ამ სიტყვის ვიზუალურ მასალას გამოუჩენს.
თუმცა, კონკრეტული ვადები თუ როდის შეიძლება ვიხილოთ პროგრამა, ამ ეტაპზე უცნობია.