კომპანიამ Google წარადგინა ახალი სმარტფონი - Pixel 4a. როგორც კომპანიის ბლოგში ვკითხულობთ, Pixel 4a-ს გაყიდვები 20 აგვისტოს დაიწყება. სმარტფონის შეკვეთა ამ ეტაპზე 349 დოლარადაა შესაძლებელი.
სმარტფონს ექნება Google Assistant დამხმარე, რომელშიც გაჩნდა ფრანგული, გერმანული და იტალიური ენების დანამატი. Pixel 4a-სთვის ხელმისავწდომი გახდება საუბრის ტექსტად გადაკეთების ფუნქცია.
კომპანიამ აქვე დააანონსა, რომ შემოდგომაზე წარმოადგენს ამ სერიის სხვა მოდელებს Pixel 4a (5G) და Pixel 5-ს. ცნობისთვის, Pixel 4a (5G)-ს ფასი 499 დოლარიდან დაიწყება.