23:30
16 დეკემბერი, 2018, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ტექნოლოგიები
Google- ის თანამშრომლები უარს აცხადებენ სამხედრო მისიებზე მუშაობაში
13-04-2018


Google- ის კომპანიაში აქვთ შემდეგი დევიზი :“ნუ იქნები ბოროტი“. დღეს Google- ის  3000 მეტი თანამშრომელი შიშობს, რომ კომპანია ამ კოდის დარღვევის ზღვარზეა, რადგან ამერიკის სამხედრო ძალებს  ეხმარება თავიანთი ჯაშუში დრონების პროგრამის გაუმჯობესებაში. New York Times- ის თქმით, გუგლის 3100 თანამშრომელმა, მათ შორის მთავარი ინჟინრების უმეტესობამ, ხელი მოაწერეს წერილს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის სუნდარ პიჩაის მისამართით. თანამშრომლები მოითხოვენ გუგლმა დაუყოვნებლივ  შეწყვიტოს ამერიკის თავდაცვის სამსახურთან თანამშრომლობა  და დრონის პროგრამაზე სახელად Project Maven მუშაობა.
„ჩვენ გვჯერა რომ გუგლი არ უნდა ჩაერთოს სამხედრო ბიზნესში. შესაბამისად, ჩვენ მოვითხოვთ პროექტი მავენი გაუქმდეს და გუგლმა საჯაროდ გამოაცხადოს, რომ არც ის და არც მისი კონტრაქტორები არასოდეს არ აწარმოებენ საბრძოლო ტექნოლოგიას“
პროექტრი მავენი, რომელშიც გუგლი ცოტა ხნის წინ ჩაერთო, ემსახურება ამერიკის თავდაცვის სამინისტროს მიზანს მოიგოს ომები კომპიუტერული ალგორითმებისა და ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით. გუგლი დათანხმდა  თანაშრომლობასა და ისეთი ხელოვნური ინტელექტის პროგრამის განვითარებას, რომელიც შეძლებს დაასკანეროს სათვალთვალო დრონის მიერ  გადაღებული ათასობით საათის ვიდეო და ავტომატურად აღმოაჩინოს 38 ტიპის ობიექტი, რომელსაც სამხედრო ექსპერტები რეგულარულად ეძებენ.
გუგლის წარმომადგენელის მტკიცების მიუხედავად, რომ მათი ახალი ტექნოლოგია არ ემსახურება  ზიანის მომტან ქმედებებს, გუგლის ბევრი თანამშრომელი ამას მაინც ეჭვის ქვეშ აყენებს. მათი უკმაყოფილების გამომხატველ წერილში, რომელიც ჯერ კიდევ კომპანიაში ტრიალებს, ისინი ღიად გამოხატავენ თავიანთ აზრს და ტექნოლოგიის პოტენციურ  საშიშროებებზე და საომარი მოქმედებების უარყოფით შედეგებზე საუბრობენ. „ტექნოლოგია შექმნილია სამხედრო მიზნებისთვის“, ნათქვამია წერილში და მისი დასრულების შემდეგ მას გამოიყენებენ სასიკვდილო მისიების შესრულებისთის.
თანამშრომლობის კონტრაქტზე ხელის მოწერით, Google -ი ისეთი კომპანიების რიგებში ხვდება როგორიცაა Palantir, Raytheon და General Dynamics,  რომლებიც სამხედრო და ანტიტერორისტული მისიების პროგრამულ უზრუნველყოფაში იღებენ მონაწილეობას. „ის არგუმენტი, რომ პროექტში ასევე მონაწილეობენ Microsoft და Amazon, არ ამცირებს რისკებს Google- ისთვის“, ნათქვამია განცხადებაში.

Google- ის დევიზია “ნუ იქნები ბოროტი“
თანამშრომლები მოითხოვენ Google-მა დაუყოვნებლივ  შეწყვიტოს ამერიკის თავდაცვის სამსახურთან თანამშრომლობა
google-ი ცოტა ხნის წინ დათანხმდა  ისეთი ხელოვნური ინტელექტის პროგრამის განვითარებას, რომელიც შეძლებს ავტომატურად აღმოაჩინოს 38 ტიპის ობიექტი, რომელსაც სამხედრო ექსპერტები  ეძებენ

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები