Google-ის ავტოპილოტი მანქანა Waymo 10 წლისაა და ის უკვე მზადაა კომერციალიზაციისთის. როგორც ცნობილია, ავტომობილი 175 მილიარდ აშშ დოლარად არის შეფასებული და კომპანია ემზადება მის წარმოებაში ჩასაშვებად. ავტომობილის პირველ მოდელს 12 მილონი კილომეტრი აქვს გავლილი და თითქმის ერთი დეკადისაა.ის თავიდან როგორც გასაიდუმლოებული Google X lab პროექტი დაიწყო, თუმცა ახლა ბევრი ექსპერიმენტის შემდეგ, მანქანა უკვე ემზადება ბაზარზე გამოსაჩენად. კომპანიაში ლიმიტირებული რაოდენობის მანქანების გამოშვებას გეგმავენ ხოლო 2019 წლისთვის წარმოების გაფართოებაც იგეგმება. Google-მა პროექტი თავის შვილობილ კომპანიას Alphabet-ს გადააბარა, რომელსაც ხელმძღვანელობს John Krafcik.