კორპორაცია Google ამიერიდან არ განახორციელებს ტექნიკურ მხარდაჭერას მოწყობილობებისთვის, რომლებზეც დაყენებულია საოპერაციო სისტემა Android-ის ძველი ვერსიები. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანიის ტექნიკური მხარდაჭერის ჯგუფი ავრცელებს.
კერძოდ, Google 27 სექტემბრიდან მხარდაჭერას არ აღმოუჩენს მოწყობილობებს, რომლებზეც გამოიყენება ძველი Android, საუბარია ვერსიაზე - 2.3.7 ან ქვევით.
კომპანიის განცხადებაში ნახსენებია, რომ მომხმარებლები, რომლებიც შეეცდებიან საკუთარ მოწყობილობებში შევიდნენ სისტემის ძველი ვერსიით, წააწყდებიან პაროლის შეყვანისას შეცდომას და ვერ ისარგებლებენ ელექტრონული ფოსტით, ვერ შევლენ YouTube-ში და ვერ ისარგებლებენ ჩანაწერებითა და რუკებით.
კომპანია მოუწოდებს ყველა ამ ვერსიების მქონე მომხმარებლებს, განაახლონ საკუთარი მოწყობილობის ოპერატიული სისტემა.
ცნობისთვის, ამ დროისთვის ბოლო ვერსიაა Android 11, ის გასული წლის სექტემბერში წარმოადგინეს.