გონიოში, ზღვაში 18 წლის ბიჭი დაიხრჩო. თვითმხილველების ინფორმაციით, მაშველებმა ორი ახალგაზრდა მამაკაცის გადარჩენა შეძლეს, ხოლო ერთი ზღვაში გაუჩინარდა. ამ დროისთვის სამაშველო სამსახური სამძებრო სამუშაოებს ახორციელებს.