გონიოში ზღვაში შესული და გაუჩინარებული ქალის ცხედარი მაშველებმა შეტყობინებიდან ერთ საათში იპოვეს. ცხედარი იდენტიფიცირებულია. დაღუპული ადგილობრივი არ არის. წინასწარი ინფორმაციით, ქალი ზღვაში ნასვამ მდგომარეობაში შევიდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.