გომის მთაზე ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა.
წინასწარი ინფორმაციით, ადგილზე კიდევ რამდენიმე ახალგაზრდა იმყოფება. სავარაუდოდ, მეგობრები გომის მთაზე სანადიროდ იმყოფებოდნენ.
„შემოსულია შეტყობინება, რომ გომის მთაზე ერთი ადამიანია გაყინული. მობილიზებულია ათკაციანი სამაშველო ჯგუფი“, – აცხადებენ სსაგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.