თელავის მიმართულებით მოძრავი „სუზუკის" მარკის ავტობუსი გომბორის უღელტეხილზე რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. ავარიის შედეგად 6 რუსი ტურისტი დაშავდა. ისინი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაჰყავთ. ადგილზე მობილიზებული არიან სასწრაფო-სამედიცინო და სამაშველო ბრიგადები. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით