თელავის მიმართულებით მოძრავი „სუზუკის" მარკის ავტობუსი გომბორის უღელტეხილზე გადაბრუნდა. როგორც თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ განაცხადა, ამ დროისთვის 20-მდე ტურისტი თელავში ორ საავადმყოფოშია გადანაწილებული და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმის არის. გომბორის გზაზე, სოფელ თეთრწყლებთან "სუზუკის" მარკის ავტობუსი იმ ადგილას ამობრუნდა, სადაც რამდენიმე კვირის წინ, ყვარლისკენ ექსკურსიაზე მიმავალი მიკროავტობუის გადავარდა. მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს.