საინვესტიციო ბანკ „გოლდმენ საქსის“ ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ 2022 წლის პირველ კვარტალში, ნავთობის მარაგების კლება გაგრძელდება, თუმცა კლების ტემპი შემცირდება. ამასთან, გლობალურ ბაზარზე ნავთობის სიჭარბე, მეორე კვარტალში სეზონურ მაჩვენებელზე ნაკლები იქნება. ეს ყველაფერი კი ნავთობზე ფასის ზრდის გაგრძელებას გამოიწვევს.
როგორც ბანკის პროგნოზშია ნათქვამი, მოთხოვნასა და მიწოდებას შორის სხვაობის განახლებული მონაცემების საფუძველზე, გრძელვადიან პერიოდში, ბარელი ნავთობის ფასი 90 დოლარს მიაღწევს. შესაბამისად, 2023 წლისთვის ბრენტ მარკის ბარელ ნავთობზე ფასი 105 დოლარი იქნება.
ამასთან, ბანკი განმარტავს, რომ ნავთობის უკმარისობის მიზეზით, ნედლეული წელსვე 100 დოლარზე მეტად გაძვირება, მოსალოდნელი არ არის. ამას ის გარემოებაც განაპირობებს, რომ ომიკრონის სწრაფი გავრცელების გამო, მსოფლიო ბაზარზე ნავთობზე, იანვარ-თებერვალში დღიური მოთხოვნა 0.7 მილიონი ბარელით დაიკლებს.