Goldman Sachs-ის-ის პროგნოზით მომავალი 12 თვის განმავლობაში ოქროს ფასი 15%-ით გაიზრდება, ამასთან, მოლოდინია, რომ ძვირფასი ლითონის ერთი უნციის ღირებულება 2 ათას 300 დოლარს მიაღწევს. - ამის შესახებ ინფორმაციას „ბიზნესინსაიდერი“ ავრცელებს.
რაც შეეხება ვერცხლს, ბანკის ანალიტიკოსების პროგნოზით, მომავალ 12 თვეში უნცია ვერცხლის ფასი 36%-ით გაიზრდება, რაც ნიშნავს იმას, რომ ერთი უნცია ვერცხლის ფასი 30 დოლარს გაუტოლდება.
ფასების ზრდის მოლოდინები ოქროსა და ვერცხლზე განპირობებულია ნეგატიური მოლოდინებით, კერძოდ კორონავირუსის პანდემიის მეორე ტალღის საშიშროების გამო.შეგახსენებთ, რომ ერთი უნცია ოქროს ფასი დღეს ათას 937 დოლარი და 50 ცენტი, ხოლო უნცია ვერცხლის ფასი 23 დოლარი და 80 ცენტი გახდა.