"გოლდენ გორი" ევროპის საკლუბო ჩემპიონატის ევროპის ლიგის გამარჯვებული გახდა. ქართველმა ძიუდოისტებმა წარმატებას რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გამართულ ტურნირზე მიაღწიეს.ქართველები ფინალში ფრანგულ “ბლან-მესნილი” გაეჯბირნენ. მარგველაშვილმა, შავდათუაშვილმა და მაისურაძემ გუნდი 3:0 დააწინაურეს, ამდენად, ტრავმირებული ღვინიაშვილისა და კოკაურის წაგებებს დიდი მნიშვნელობა აღარ ჰქონია, რითაც საბოლოო გამარჯვება 3-2 ქართულმა კლუბმა მოიპოვა. გიორგი ბასილაშვიმა გინესის რეკორდი მეათედ დაამყარაგიორგი ბასილაშვილმა თავისი მორიგი გინესის რეკორდი დაამყარა. 1993 წელს დაბადებულმა სპორტსმენმა თავისი რიგით მეათე გინესის რეკორდი დაამყარა. გიორგიმ 16 მიზიდვა ისე გააკეთა, რომ ზურგზე შესმული ჰყავდა ადამიანი და ეკიდა ზურგჩანთა, რომელიც 15 კილოგრამს იწონიდა. ამით სპორტსმენი კიდევ ერთხელ მსოფლიოს რეკორდსმენი მეათედ გახდა.