გოლანის მაღლობზე ისრაელის ახალ დასახლებას ჩაეყარა საფუძველი. ცერემონიაში ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მიიღო მონაწილეობა.
დასახლებას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის პატივსაცემად „ტრამპის მაღლობები“ დაერქვა.გოლანის მაღლობები სირიის დედაქალ დამასკოდან დაახლოებით 40 კილომეტრში მდებარეობს, რეგიონის ფართობი თითქმის 1000 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს. ახალ დასახლებაში ჯერ არც ერთი სახლი არ დგას, თუმცა უკვე არის ტრამპის საპატივსაცემოდ გაკეთებული წარწერა და ისრაელისა და ამერიკის შეერთებული შტატების დროშები.
ცერემონიის მსვლელობისას ბენიამენ ნათანიაჰუმ განაცხადა, რომ დასახლება ტრამპისთვის მადლობის ნიშნად გაიხსნა, რადგან მან გოლანის მაღლობებზე ისრაელის სუვერენიტეტი სცნო.
ისრაელმა სირიის შემადენლობაში არსებული გოლანის მაღლობები 1967 წელს დაიპყრო, 1981 წელს კი ის თელ-ავივმა თავისი იურისდიქციის ქვეშ მიიღო.