08:59
7 დეკემბერი, 2019, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
არცოდნა აკრძალულია
გოგრა საუკეთესოა დიეტის დროს: 3 რეცეპტი ერთ ვიდეოში, რაც შეგიძლიათ ამ პროდუქტისგან მოამზადოთ და გემრიელთან ერთად სასარგებლო საკვები მიიღოთ
21-11-2018

გოგრა სუკუკეთეოა დიეტის დროს, რადგან ის დაბალკალორიული პროდუქტია.  100 გრამი გოგრა მხოლოდ 28 კილო კალორიას შეიცავს. გოგრისგან არაერთი კერძი მზადდება, არსებობს გოგრის მურაბა და მარინადიც. მაღაზიის დახლებზე შეიძლება გადააწყდეთ ქილაში მოთავსებულ, ასეთ უცნაური შიგთავსის მქონე მარინადს, ეს სპეციალურად დასამჟავებლად გამოყვანილი გოგრის ჯიშია, რომელიც ასევე სასარგებლო და საკმაოდ გემრიელიცაა.  ასევე გემრიელი და სასარგებლოა გოგრის წვნიანიც და გოგრაში მომზადებული ფლავიც, რომლის გაკეთებასაც გასწავლთ. ამისთვის საშუალო ზომის მსხვილნაყოფა გოგრა დაგჭირდებათ, მოაჭერით მას ზედა ნაწილი და გაასუფთავეთ მარცვლებისგან, ჩაასხით მასში ცოტაოდენი თაფლი და გამოაცხვეთ ღუმელში დაახლოებით 20-30 წუთის განმავლობაში, სანამ გოგრა არ დარბილდება.  პარალელურად კანგაცლილი, თხილი, ან ნიგოზი, მოთუშეთ კარაქში, დაუმატეთ ქლიავის და გარგრის  ჩირი, ასევე ქიშმიში და მოხარშულ ბრინჯთან ერთად შერეული მოათავსეთ გამომცხვარ გოგრაში, დაუმატეთ დარიჩიანიანი თაფლი და ისევ გამოაცხვეთ ნახევარი საათის განმავლობაში ღუმელში. უგემრიელესი და რაც მთავარია სასარგებლო დესერტი მზადაა. გოგრისგან უმარტივესად მზადდება წვნიანიც, ის სხვა ბოსტნეულებთან ერთად უნდა მოთუშოთ,  ცოტაოდენი წყლით გაათხელოთ და დააბლენდეროთ, მიღებულ მასას შეგიძლიათ ცოტა ნაღები, ან ლიმონის წვენი დაუმატოთ. საკვებად ასევე გამოიყენება გოგრის ყვავილიც, რომელსაც მზარეულები ძირითადად კვერცხსა და საფანელში ამოვლებულს, ზეთში ხარშავენ და გარნირის სახით იყენებენ სხვა კერძებთან ერთად.

არცოდნა აკრძალულია: სასარგებლო და გემრიელი გოგრის არჩევა.

 

AutoPlay
რას არ უნდა შეიცავდეს ბავშვის მოვლის საშუალებები და როგორი უნდა იყოს უსაფრთხო, მაღალი ხარისხის პროდუქცია
02-10-2019
"არცოდნა აკრძალულია": ყველაფერი, რაც ჰიგიენური საფენების არჩევისა და მოხმარების შესახებ უნდა იცოდეთ
17-09-2019
"არცოდნა აკრძალულია" - როგორ ამოვიცნოთ ხარისხიანი შოკოლადი და როგორი უნდა იყოს მაღალი ხარისხის ტკბილეული?
03-09-2019
ყველის არჩევისა და შენახვის წესები; ხარისხიანი რძის პროდუქტების ცნობა - ყველაფერი ის, რისი "არცოდნა აკრძალულია"
30-07-2019
3 ყველაზე საყვარელი პროდუქტი, რომლის გარეშე ზაფხული წარმოუდგენელია - ყველაფერი ერთ ვიდეოში, რაც საზამთროს, ნესვსა და ნაყინზე უნდა იცოდეთ
09-07-2019
ახდენს თუ არა ცუდ გავლენას რეპროდუქციაზე და ენდოკრინოლოგიურ დაავადებებზე ნივთიერება, რომელიც დეოდორანტებშია? - გაიგეთ ცალკეული კვლევის შედეგები
08-07-2019
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები