მეორე მსოფლიო ომის დროს ამერიკელ ჯარისკაცს 18 წლის ფრანგი გოგონა შეუყვარდა. ერთმანეთი გოგონას მშობლიურ პატარა სოფელში გაიცნეს. მას შემდეგ 75 წელი გავიდა და რობინსი, რომელიც ახლა 97 წლისაა, ახალგაზრდობის სიყვარულს შეხვდა - გოგონას სურათს ის ნახევარ საუკუნეზე მეტია, ჯიბით ატარებს.როდესაც ერთმანეთი გაიცნეს, რობინსი 24 წლის იყო. მას ტანსაცმლის გა-რეცხვა სურდა და ჟანინის დედამ დახმარება შესთავაზა. გოგონას და ჯა-რისკაცს ერთმანეთი მალევე შეუყვარდათ, თუმცა ორი თვის შემდეგ რო-ბინსს სოფლის დატოვება მოუხდა და დასავლეთის ფრონტზე გაგზავნეს.1945 წელს, როდესაც ომი დასასრულს მიუახლოვდა, პირსონმა ინგლისუ-რის სწავლა დაიწყო, იმედი ჰქონდა, რომ რობინსი მასთან ერთ დღეს აუ-ცილებლად დაბრუნდებოდა. თუმცა ჯარისკაცი საფრანგეთის ნაცვლად სამშობლოში, აშშ-ში დაბრუნდა და გაიცნო ლილიანი, რომელიც ცოლად შეირთო. მათ 70 წელი გაატარეს ერთად, ლილიანი 2015 წელს 92 წლის ასაკში გარდაიცვალა.პირსონიც დაოჯახდა 1949 წელს და ხუთი შვილი ეყოლა.თუმცა, რობინსს არასოდეს დავიწყებია ფრანგი გოგონა, რომლის შავ-თეთ-რი ფოტო მუდმივად თან ჰქონდა.სურათი ჯიბეში ედო მაშინაც, როდესაც მასთან ფრანგი ჟურნალისტები მივიდნენ - ისინი აშშ-ში მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების შესახებ ამზა-დებდნენ მასალას.ჟურნალისტებმა გადაწყვიტეს, პირსონი მოეძებნათ და იპოვეს კიდეც - ჟა-ნინი ახლა სოფელთან ახლოს, თავშესაფარში ცხოვრობს. წყვილის შეხვედ-რაც სწორედ თავშესაფარში შედგა - ჟურნალისტებმა ვეტერანს უთხრეს, რომ ჟანინი ცოცხალია და მას ელოდებოდა.შეხვედრა ძალიან ემოციური აღმოჩნდა.ყოფილმა შეყვარებულებმა ერთად რამდენიმე საათი გაატარეს, მოგვიანე-ბით კი რობინსი საზეიმო ღონისძიებაზე წავიდა. მათ პირობა დადეს, რომ ერთმანეთს კვლავ შეხვდებიან.