06:46
30 ივლისი, 2021, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
კინო
"გოგონა დრაკონის ტატუთი" - ფილმი, რომელმაც ამერიკელი კრიტიკოსების სპეციალური პრიზი დაიმსახურა
12-05-2021

„გოგონა დრაკონის ტატუთი“ - ჰოლივუდის საუკეთესო ტრადიციებით შექმნილმა ფილმმა „გოგონა დრაკონის ტატუთი“, რომელზეც ტრილერების ოსტატად ცნობილმა რეჟისორმა დევიდ ფინჩერმა იმუშავა, „ოსკარის“ და "სატურნის" პრემიებთან ერთად ამერიკელი კრიტიკოსების სპეციალური პრიზიც დაიმსახურა.

მართალია, ტატუებით მოხატული გოგონა ერთი პერსონაჟია, მაგრამ მისი სამი ვერსია არსებობს - სტიგ ლარსონის რომანის გმირი, ნილს არდენ ოპლევის ტრილერის და დევიდ ფინჩერის რიმეიქის პერსონაჟი. აღსანიშნავია, რომ რომანის და შვედური ფილმის სათაურში საერთოდ არაა მოხსენიებული გოგონა, რადგან ორივეს "ქალთმოძულე მამაკაცები" ჰქვია, თუმცა ლისბეტ სალანდერმა მოურიდებლად ჩააჩოჩა ძლიერი სქესის წარმომადგენლები და თამამად გადაინაცვლა წინა პლანზე. შვედური და ჰოლივუდური ფილმები პრაქტიკულად იდენტურია, თუმცა შვედურს ორი სიქველი აქვს, ჰოლივუდურს კი, ერთი და ნაკლებად წარმატებული.

სტიგ ლარსონი დეტექტიური ისტორიების მთელი სერიის შექმნას გეგმავდა ლისბეტ სალანდერისა და მიქაელ ბლუმკვისტის მონაწილეობით, თუმცა მხოლოდ სამი რომანის დაწერა მოასწრო, რადგან 2004 წელს გარდაიცვალა ინფარქტით. "მილენიუმის" სახელით გაერთიანებულმა ტრილოგიამ, რომელიც სწრაფად იქცა ბესტსელერად, კინემატოგრაფისტების ყურადღება დაიმსახურა. შვედმა რეჟისორმა ნილს ოპლევმა ლარსონის სამივე რომანის ეკრანიზაცია განახორციელა და მართალია, პირველმა ფილმმა ლიტერატურული პირველწყაროს "ქალთმოძულე კაცების" სახელი მიიღო, მაგრამ სრულიად განსხვავებული სათაურით ჩაეშვა გაქირავებაში და სწორედ "ტატუებიანი გოგონას" სახელით მოიპოვა პოპულარობა.

AutoPlay
Pretty Woman - ზღაპრული კონკიას თანამედროვე ისტორია
გამოქვეყნდა 21 საათის წინ
"ზოდიაქო" - ფილმი, სადაც მთავარი პერსონაჟი არა უბრალოდ შეშლილი მანიაკი, არამედ შიფრისა და კრიპტოგრამის გენიოსია
22-07-2021
"ლა-ლა ლენდი" - ფილმი, რომელიც პრესტიჟული პრიზებისა და კომერციული წარმატების წყალობით 2017 წლის კინოსენსაციად იქცა
15-07-2021
"იდეალური უცნობები" - ფილმი, რომელმაც მაყურებლის სიმპათიასთან ერთად იტალიური კინოაკადემიის მაღალი შეფასებაც დაიმსახურა და წლის საუკეთესო ფილმად დასახელდა
07-07-2021
"მკვლელობა აღმოსავლეთ ექსპრესში" - ფილმი, რომელმაც თავისი დაძაბული სიუჟეტითა და მრავალრიცხოვანი პერსონაჟებით მაყურებლის სიყვარული გამოსვლისთანავე დაიმსახურა
01-07-2021
"გადარჩენილი" - ფილმი, რომელიც 2015 წლის ჰიტად იქცა
24-06-2021
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები