ქორწინებისა და ოჯახის შექმნის წახალისების მიზნით ჭიათურაში საქველმოქმედო აქცია გაიმართა. აქციის ფარგლებში, მოდელებმა და ჟურნალისტებმა ჭიათურის ცენტრში ღია პოდიუმი მოაწყვეს და საქორწილო კაბები ჩაიცვეს.ღონისძიება ჭიათურის თეატრში დასრულდა, სადაც 3 ყველაზე ხანდაზმულ და 3 ახლადდაქორწინებულ წყვილს საჩუქრები გადასცეს. ბრენდმა "მარიგოლდმა ჭიათურის რიტუალების სახლს 70 საქორწილო კაბა საჩუქრად გადასცა. გოგოები, რომლებიც მაისამდე დაქორწინდებიან საქორწილო კაბა საჩუქრად გადაეცემათ.