სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ძალადობაში ბრალდებული პოლიტიკოსი გოგი წულაია მეორე დღეა, რაც პროტესტის ნიშნად ციხის საავადმყოფოში შიმშილობს, ის უარს ამბობს მედიკამენტების მიღებაზეც.
როგორც წულაიას ადვოკატი, ვალერი გელბახიანი აცხადებს ბრალდებული თავი კვლავ, პოლიტიკურ დევნილად მიაჩნია.
შეგახსენებთ, გოგი წულაიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს. სამართალდამცავებმა წულაია 19 მარტს დააკავეს.