პარტია "თავისუფალი საქართველო" ქუთაისში საგზაო ინფარასტრუქტურის პრობლემას აქცია-პერფორმანსით გამოეხმაურა. პარტიის იმერეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გოგი წულაიამ აღმაშენებლის გამზირზე სილა და ცემენტი მიიტანა და ორმოები ამოავსო.გოგი წულაიას განცხადებით, ქუთაისი ნაომარ ქალაქს გავს და რადგან ხელისუფლება ვერ აგვარებს პრობლემებს, ამაზე თავად მოსახლეობამ უნდა იზრუნოს.