გოგი წულაია გულის შეტევით საავადმყოფოში გადაიყვანეს - Palitra News

გოგი წულაია გულის შეტევით საავადმყოფოში გადაიყვანეს

2020-09-16 09:25:27+04:00

პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარე გოგი წულაია გულის შეტევით საავადმყოფოში მოათავსეს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი კლინიკაში გამთენიისას შეიყვანეს. მეუღლის ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა.

გოგი წულაია კლინიკა „ელჯი“-ში იმყოფება, ჯერჯერობით მედიკოსებს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარებაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.