03:52
19 აპრილი, 2021, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
გოგი თოფაძის ინფორმაციით, შესაძლოა, მის შვილიშვილს კიდევ ერთი ოპერაცია ჩაუტარდეს
03-08-2020

გოგი თოფაძის ინფორმაციით, მის შვილიშვილს ოპერაცია უკვე ჩაუტარდა, თუმცა გამორიცხული არ არის, რომ ოპერაცია კიდევ გახდეს საჭირო. გოგი თოფაძის ინფორმაციით მისი შვილი კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება. როგორც ცნობილი გახდა ყოფილი დეპუტატი გამოკითხვაზეც არის დაბარებული ისევე როგორც მისი მეუღლე.

ცნობისთვის, თბილისში ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძე დაჭრეს. დაჭრის ფაქტზე დაკავებულია ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია. დაჭრილია თავად ჟვანიაც.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ლევან თოფაძეს მისსავე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები