ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი სათამაშო დღე შედგა. გოგა ბითაძის ინდიანა პეისერსი, სტუმრად, მოქმედ ჩემპიონს, ტორონტო რაპტორსს დაუპირისპირდა და უმძიმეს ბრძოლაში 119-118 დამარცხდა. შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, თავიდან ტორონტო გალიდერდა, თუმცა მეორე მეოთხედის შუიდან ინდიანა ლიდერობდა და მეტოქეზე 19 ქულიან უპირატესობასაც ფლობდა, თუმცა საბოლოოდ კანადელებმა ბოლო ტყორცნით სტუმრებზე 1 ქულით მეტი მოაგროვეს და გამარჯვება მოიპოვეს. ქართველმა ცენტრმა პარკეტზე არასრული 3 წუთი გაატარა და არცერთი სტატისტიკური მაჩვენებელი არ მოუგროვებია. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ კი კაილ ლოური დასახელდა, რომელმაც თავის გუნდს 32 ქულა 8 მოხსნა და 9 პასი შესძინა.