ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი სათამაშო დღე გაიმართა. 2 ქულით, 96-94 დამარცხდა გოგა ბითაძის ინდიანა პეისერის, რომელიც სტუმრად დეტროიტ პისტონსს დაუპირისპირდა. ქართველ ცენტრს მიკრო ტრავმის გამო შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ანდრე დრამონდი დასახელდა, რომელმაც 18 ქულა და 18 მოხსნა მოაგროვა.
სეზონში პირველი გამარჯვება იზეიმა გოლდენ სტეიტ უორიორსმა, რომელმაც სტუმრად ნიუ ორლეან პელიკანსი 134-123 დაამარცხეს. მატჩში საუკეთესო სტეფ კარი გახლდათ, რომელმაც 26 ქულა 3 მოხსნა და 11 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა. ორლეანლეთა რიგებში ყველაზე უკეთე ბრენდონ ინგრემმა ითამაშა რომლის ანგარიშზეც 27 ქულა 10 მოხსნა და 6 პასია.
საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა ჰიუსტონ როკეტსისა და ოკლაჰომა სიტი სანდერის მატჩი. შეხვედრა მასპინძელთა გამრჯვებით 116-112 დასრულდა, ხოლო შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ ჯეიმს ჰარდენი დასახელდა. როკეტსის ლიდერმა არასრულ 37 წუთში 40 ქულა 3 მოხსნა და 7 პასი მოაგროვა. სამმაგ დუბლამდე 1 შედეგიანი გადაცემა დააკლდა რასელ უესტბრუკს, რომელმაც საკუთარ გუნდს 21 ქულა 12 მოხსნა და 9 პასი შესძინა.