მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა ქართველი ცენტრი გოგა ბითაძე, მეგა ბემაქსისა და პარტიზანის შეხვედრაში ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო, მისი გუნდი გათამაშების ლიდერთან მაინც სოლიდური 9 ქულიანი სხვაობით, 90-81 დამარცხდა. გოგამ 29 წუტში 26 ქულა 16 მოხსნა და 4 ბლოკ შოტი მიითვალა. მეგა ბემაქსი 4 მოგებით და 2 მარცხით ბე ჯგუფში მეორე ადგლს იკავებს. გოგა და მისი გუნდი მომდევნო მატჩს 19 მაისს ნოვი პაზართან ჩაატარებენ.