19 წლის ქართველმა კალათბურთელმა, გოგა ბითაძემ, ადრიატიკის ლიგსი მორიგი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა, მაგრამ მისი მება ბიმაქსი მონტენეგროში, ბუდუჩნოსტთან მაინც დამარცხდა. მიუხედავად იმისა, რომ ბიმაქსი 3 მეოთხედის განმავლობაში, საკმაოდ სოლიდურ 10+ ქულიან უპირატესობას ფლობდა, მასპინძლებმა უკანასკნელი პერიოდი ბრწყინვალედ ჩაატარეს და გამარჯვების მოპოვება შეძლეს. ქართველმა ცენტრმა პარკეტზე არასრული 32 წუთი გაატარა, რა დროშიც 23 ქულა 1შედეგიანი გადაცემა 6 მოხსნა 1 ჩაჭრა და 4 დაფარება მოაგროვა. ამასთანავე გოგამ 3 ქულიანის ნიშნულიდან, 3 დან 2 მცდელობა გამოიყენა და საერთო ჯამში ფარს მაღალი პროცენტით შეუტია. გოგას სარგებლიანობის კოეფიციენტი +23 ს გაუტოლდა, რაც ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ. ამგვარად, მატჩის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო სწორედ ახალგაზრდა ქართველ ცენტრს ერგო. მეგა ბიმაქსი ლიგაში 7 მოგებით და 3 მარცხით მესამე ადგილს იკავებს, მომდევნო შეხვედრა კი გათამაშების ლიდერთან, წაუგებელ ცრვენა ზვეზდასთან 15 დეკემბერს აქვს.