NBA-ს რეგულარული სეზონის მე-7 ტურში "ინდიანა პეისერსი" სტუმრად "შარლოტ ჰორნეტსთან" 120:122 დამარცხდა. მესამე მეოთხედის შემდეგ სტუმრები 92:78-ს იგებდნენ, მაგრამ მეოთხე მეოთხედში მასპინძლებმა ანგარიშიც გაათანაბრეს და 6 ქულითაც დაწინაურდნენ. ძირითადი დრო 113:113 დასრულდა, ოვერტაიმში კი მასპინძლებმა იმარჯვეს. ბითაძემ შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და არასრულ 32 წუთში 6 ქულა, 11 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 4 დაფარება მიითვალა. შეგახსენებთ, რომ "ინდიანა" 3 მოგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეცხრე ადგილზეა და 8 ნოემბერს "ვაშინგტონს" უმასპინძლებს.