23 ივნისს NBA-ს დრაფტი გაიმართება. ცნობილი ექსპერტის, ადრიან ვოინაროვსკის ექსკლუზიური ინფორმაციით, ინდიანა პეისერსი მელკოლმ ბროგდონს და გოგა ბითაძეს დრაფტამდე გაცვლის. ინდიანას დრაფტზე მე-6 არჩევის უფლება აქვს, მაგრამ გუნდი ახლის ძიებაშია, ეს არ აკმაყოფილებს და კიდევ ერთი მაღალი ნომერი სჭირდება. შესაბამისად ამ გაცვლაში შესაძლოა, ინდიანას 31-ე არჩევანის უფლება და გოგა ბითაძეც გამოიყენონ, რომელიც მომავალ სეზონში კარიერაში ყველაზე მაღალ ხელფასს მიიღებს - $4 765 339-ს.
The Athletic წერს, რომ, შესაძლოა, გოგა ბითაძე ამ გაცვლით ვაშინგტონ ვიზარდსში აღმოჩნდეს. კერძოდ, ვაშინგტონი ვიზარდსი მალკოლმ ბროგდონს, გოგა ბითაძეს და 23 ივნისის დრაფტზე 31-ე არჩევანის უფლებას მიიღებს.
"ბითაძე ვაშინგტონს კარგად მოერგება, განსაკუთრებით მას მერე, რაც გუნდმა თებერვალში მონტრეზ ჰარელი გაუშვა", - წერს The Athletic.