ცნობილი სპორტული გამოცემა bleacherreport.com-ი NBA-ს დრაფტამდე 2 თვით ადრე 19 წლის ქართველ ცენტრ გოგა ბითაძეს დრაფტის მე-14 ნომრად მოიაზრებს და მას პირველ რაუნდში "ბოსტონ სელტიკის" მიერ არჩევას უწინასწარმეტყველებს. 10 დღის წინ გამოქვეყნებულ სიაში გოგა ბითაძე მე-20 ნომრად იყო მიჩნეული. პირველ ნომრობას კვლავ არავის უთმობს "დიუკის" ფორვარდი სიონ უილიამსონი. გამოცემა მეორე პიკად ჯო მორანტს მიიჩნევს, მესამედ კი - არჯეი ბარეტს. NBA-ს 2019 წლის დრაფტი 20 ივნისს გაიმართება.