"ბუდუჩნოსტის" ქართველი ცენტრი გოგა ბითაძე ადრიატიკის ლიგის 2018-19 წლების სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა კალათბურთელად დაასახელეს. გამოკითხვაში, რომელშიც გულშემატკივრების გარდა, გუნდების მთავარი მწვრთნელები და თავად ადრიატიკის ლიგის ხელმძღვანელებიც იღებდნენ მონაწილეობას, გოგამ ხმათა 42 პროცენტი მიიღო. მეორე ადგილზე გასულ ბორიშა სიმანიჩს (ცრვენა ზვეზდა) ხმათა 24 პროცენტი ერგო, მესამე ადგილი კი 15.5 პროცენტით ლუკა სამანიჩმა დაიკავა (პეტროლ ილიმპია).აღსანიშნავია, რომ როგორც ქომაგებმა, ასევე გუნდების დამრიგებლებმა უპირატესობა სწორედ ახალგაზრდა ქართველს მიანიჭეს. მიმდინარე სეზონში გოგას საშუალო მონაგარი 16.3 ქულა, 6.4 მოხსნა, 2 ბლოკი და 0.9 პასია, რაც ყველა მოთამაშეს შორის მესამე საუკეთესო შედეგია მთელ ლიგაში.