გოდერძის სათხილამურო კურორტი 28 დეკემბერს ოფიციალურად გაიხსნება. სეზონის ოფიციალურ გახსნაზე ნაჩვენები იქნება კურორტი გოდერძის ახალი საიმიჯო ვიდეორგოლი. იქნება სხვადასხვა გასართობი აქტივობა ბავშვებისთვის, საღამო კი ფოიერვერკით დასრულდება.სათხილამურო კურორტზე არის ორი დიდი, გონდოლასა და ბაბლის ტიპის საბაგირო, 2018-2019 წლის სეზონზე კი მას ორი მცირე ზომის საბაგირო შეემატა. ამასთან, მოეწყო საბავშვო არეალი და გაიხსნა სწრაფის კვების ობიექტები.სათხილამურო გზის საერთო სიგრძე 8 კილომეტრია. მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან კი - 2 ათას 366 მეტრია.