იუსტიციის მინისტრის, გოჩა ლორთქიფანიძის განცხადებით, საოკუპაციო ხაზის ირგვლივ მოქალაქეების გატაცების თითოეული ფაქტი, 2018 წლის რუსეთ-საქართველოს მორიგი სახელმწიფოთაშორისი საჩივრის დამატებითი მტკიცებულებაა. ასე უპასუხა მან პარლამენტში 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სახელმწიფოს ინტერესების დასაცავად საქართველოს მთავრობის მიერ გაწეული სამუშაოს ანგარიშის წარდგენისას დეპუტატების კითხვას, რომელიც საოკუპაციო ხაზის ირგვლის მოქალაქეების გატაცებებსა და მათ მიმართ ცხინვალის ე.წ. სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებებს ეხებოდა.
მისი თქმით, ეს ის საქმეა, რომელიც ფოკუსირებულია ადმინისტრაციულ პრაქტიკაზე.