2017 წლის გლობალური მშვიდობის ინდექსში საქართველო მსოფლიოს 163 ქვეყანას შორის 94-ე პოზიცია ერგო. "ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის" ინდექსში საქართველოში მშვიდობის დონე „საშუალო შკალით“ არის შეფასებული. თუმცა, რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით, საქართველო მესამეა მოლდოვასა და ყაზახეთის შემდეგ. რეგიონში ბოლო პოზიციებზე რუსეთი და უკრაინა არიან. ინდექსის თანახმად, საქართველო იმ რვა ქვეყანას შორის არის, სადაც 2008-2016 წლებში მშვიდობიანობის მაჩვენებელი დაბალიდან საშუალო შკალამდე გაუმჯობესდა.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, გასულ წელს 93 ქვეყანა უფრო უსაფრთხო გახდა, 68 ქვეყანა კი უსაფრთხოების დონე უარესობისკენ შეიცვალა. საერთო ჯამში კი მსოფლიო 0,28%-ით უფრო მშვიდობიანი გახდა, ვიდრე 2015 წელს. მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში ტერორიზმის დონემ მოიმატა, ევროპა მაინც რჩება მსოფლიოს ყველაზე მშვიდობიან რეგიონად.