09:50
3 ივნისი, 2020, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
გლობალური კომპანიები, რომლებმაც თანამშრომლები უხელფასო შვებულებაში გაუშვეს
08-04-2020

კორონავირუსის ეპიდემიის გამო მსოფლიო ეკონომია რეცესიის ზღვარზეა. პანდემია უარყოფით გავლენას ახდენს ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორზე. მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების ნაწილი კი იძულებულია დროებით შეაჩეროს ოპერაციები, შესაბამისად, ბევრი ადამიანი გაუშვას არაანაზღაურებად შვებულებაში. ზოგადად, პანდემიის დროს პირველ რიგში ზარალდებიან ისეთი კომპანიები, რომლებიც დაკავებულები არიან სასტუმრო, გასართობი ბიზნესით და ეწევიან მგზავრთა გადაყვანას.

იმ ცნობილ რამდენიმე კომპანიას შორის, რომლებიც იძულებულნი გახდნენ საკუთარი თანამშრომლები უხელფასო შვებულებებში გაეშვათ, არის სასტუმროების ქსელი Marriott International-ი, რომელმაც უხელფასო შვებულებაში ათობით ათასი თანამშრომელი გაუშვა. კომპანიაში აცხადებენ, რომ ყველა თანამშრომელი სამუშაო ადგილს შეინარჩუნებს. ამასთან, ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, წლის ბოლომდე კომპანიაში მაღალ თანამდებობაზე დასაქმებული ყველა პირი 50%-ით შემცირებულ ხელფასს მიიღებს.

Washington Post-ის ინფორმაციით, ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სასტუმროების ქსელიდან მინიმუმ 200 თანამშრომელი გაათავისუფლეს. კოსმეტიკური საშუალებების მაღაზიათა ქსელმა Sephora-მ ამერიკაში 3 ათასამდე თანამშრომელი დროებით შვებულებაში გაუშვა. გარდა ამისა, გამოცემის დასაქმებულების 12%, დახლოებით 200 ადამიანი უხელფასო შვებულებაში გაუშვა აუქციონის სახლმა - Sotheby's.

AutoPlay
2020 წელს საფრანგეთის ეკონომიკა 11%-ით შემცირდება
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
ფინანსთა სამინისტროს აუქციონზე 50 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
საქართველოში სოციალური უთანასწორობა არ შეცვლილა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
საქართველოდან თხილის ექსპორტი გაიზარდა - Top-3 ქვეყანა, სადაც ქართული თხილი გადის
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
მთავრობის პროგნოზით, ეკონომიკა გაჯანსაღებას 2021 წლიდან დაიწყებს
გამოქვეყნდა 16 საათის წინ
საქართველო აზიის განვითარების ბანკისგან 92 302 000 ევროს ოდენობის ფინანსურ რესურსს მიიღებს
გამოქვეყნდა 16 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები