საქართველო ინოვაციების გლობალური ინდექსის რეიტინგში დაწინაურდა. 2018 წლის მონაცემებით, ქვეყანა ორმოცდამეცხრამეტე ადგილს იკავებს. წინა წელთან შედარებით მაჩვენებელი 9 კოეფიციენტით არის გაუმჯობესებული. ინოვაციების გლობალური ინდექსის რეიტინგში საქართველო რეგიონის მასშტაბით პირველ ადგილზეა. ინოვაციების გლობალური ინდექსი 2012 წლიდან ქვეყნდება და ინოვაციების მიმართულებით მსოფლიო ტენდენციებს აჯამებს.