გლობალური ენერგეტიკული არქიტექტურის ფუნქციონალურობის ინდექსში (EAPI) საქართველომ მსოფლიოს 127 ქვეყანას შორის 0.64 ქულით 55-ე ადგილი დაიკავა. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ინდექსი სამ ძირითად ინდიკატორს - ეკონომიკურ ზრდასა და განვითარებას, გარემოს მდგრადობასა და ენერგო უსაფრთხოებასა და წვდომას ეფუძნება, რომელიც 18 მაჩვენებელს აერთიანებს. ინდექსის თანახმად, საქართველომ ეკონომიკური ზრდის და განვითარების კრიტერიუმში 83-ე, გარემოს მდგრადობის მაჩვენებელში - 25-ე, ხოლო ენერგო უსაფრთხოებისა და წვდომის მაჩვენებელში კი 69-ე პოზიცია დაიკავა.