გაეროს კლიმატური ცვლილებების სამთავრობაშორისო ექსპერტთა ჯგუფის მიერ წარდგენილ ანგარიშში წერია, რომ საერთაშორისო საზოგადოებას კატასტროფული კლიმატური ცვლილებების შესაჩერებლად 2030 წლამდე დარჩა დრო.
სპეციალისტები აცხადებენ, რომ დედამიწაზე ჰაერის ტემპერატურის ზრდა 1,5 გრადუსს არ უნდა აღემატებოდეს. ამ მიზნის მისაღწევად კი საჭიროა „სწრაფი, უპრეცედენტო და ყოვლისმოცველი ცვლილებები ყველა სფეროში“.
2010 წელთან შედარებით, CO2-ის გამოყოფა 2030 წლითსვის 45%-ით უნდა შემცირდეს, 2050 წლისთვის კი ნულამდე დავიდეს, რათა გლობალური დათბობა 1,5 გრადუსის ფარგლებში შენარჩუნდეს.