რამდენიმე ათასი სახეობის ფრინველის ქცევის გაანალიზების შემდეგ, მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ გლობალური დათბობა ფრთოსნების სამშობლოში დაბრუნების დროზე ახდენს გავლენას. ტემპერატურის ცვალებადობის გამო, გადამფრენი ფრინველები დროზე ადრე ბრუნდებიან ბუდობის ადგილას.მეცნიერებმა ბოლო 300 წლის მანძილზე (ნატურალისტების არსებული ჩანაწერებიდან მოყოლებული) ფრინველების მიგრაციის მონაცემები გააანალიზეს. საერთო ჯამში 5 კონტინენტზე ფრინველის 413 სახეობის გაანალიზება მოხდა. კვლევაში განხილულია, როგორც მოკლე დისტანციაზე გადამფრენი ფრინველების სახეობები, ასევე მათი, რომლებიც უზარმაზარ ტერიტორიას კვეთენ.