სეტყვის შედეგად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სამი სოფელი დაზარალდა. როგორც ადგილბრივები აცხადებენ, ძირკოკში, ვეჯინსა და ჭანდარში საკარმიდამო ნაკვეთები დაისეტყვა. ჯერ უცნობია სტიქიამ ვენახების რა პროცენტი გაანადგურა. გამგეობაში აცხადებენ, რომ ვითარებას შეისწავლიან.