გლდანში სროლის ფაქტზე ორი პირი დააკავეს - Palitra News

გლდანში სროლის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

2020-11-05 14:55:32+04:00

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ორი პირია დაკავებული.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა თბილისში, გლდანში, შეშელიძის ქუჩაზე, მეგობართან - მეორე ბრალდებულთან ერთად, მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, თავისი ნათესავის ა და მისი მეგობების მიმართულებით იარაღიდან რამდენიმე გასროლა განახორციელა. სროლისას დაზიანდა ერთ-ერთი კუთვნილი ავტომობილი. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

ბრალდებულები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ, თუმცა პოლიციამ ორივე პირი მომხდარიდან მალევე, რამდენიმე საათში, თბილისში დააკავა.