შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, გლდანში "ორი ნაბიჯის" გაქურდვის და მარკეტში ხანძრის გაჩენის ფაქტზე 1 პირი: დააკავეს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დაახლოებით 05:00 სთ-ზე მარკეტში ფარულად შეაღწია, სხვადასხვა დასახელების პროდუქტი და ალკოჰოლურ სასმელები მოიპარა რის შემდეგაც დანაშაულის კვალის წაშლის მიზნით აღნიშნულ მარკეტს ცეცხლი წაუკიდა. პოლიციამ ის რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე თბილისში დააკავა, ხოლო ნაქურდალი პროდუქტი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.