გლდანში, ერთ-ერთ კაზინოში გაზით 5 ადამიანი მოიწამლა - Palitra News

გლდანში, ერთ-ერთ კაზინოში გაზით 5 ადამიანი მოიწამლა

2019-10-21 20:07:59+04:00

თბილისში, გაზის გაჟონვის შედეგად, 5 ადამიანი მოიწამლა. შემთხვევა გლდანში, ერთ-ერთ კაზინოში მოხდა. ხუთივე პირი საავადმყოფოში გადაიყვანეს.როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გაზის ობიექტზე ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.