გლდანში ავარიას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა - რა დაინახეს თვითმხილველებმა? - Palitra News

გლდანში ავარიას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა - რა დაინახეს თვითმხილველებმა?

2018-07-16 10:04:40+04:00

გლდანში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. მსუბუქი ავტომობილი ფეხით მოსიარულეს დაეჯახა. შემთხვევა მეექვსე მიკრორაიონში მოხდა. თვითმხილველთა თქმით, ქალი გზაზე გადადიოდა, რა დროსაც მას მაღალი სიჩქარით მოძრავი მანქანა დაეჯახა.არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი ადგილზე დაიღუპა, მძღოლი კი სამართალდამცველებს ჩაბარდა.

გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით მიმდინარეობს. შემთხვევის ადგილზე გვიანობამდე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა.