გლდანში, მე-4 მიკრორაიონში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები, რომლებიც შესაბამის სამუშაოებს აწარმოებენ.როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით მოკვლევა მიმდინარეობს და დამატებით დეტალებს უწყების პრესსამსახური გაავრცელებს.