გლდანის მერვე პენინტენციურ დაწესებულებასთან ელენე ხოშტარიამ და ადგილზე შეკრებილებმა მოქალაქეებმა კარტოგრაფების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მხარდამჭერი აქცია გამართეს. მათ პენიტენციურ დაწესებულებასთან პლაკატები მოიტანეს წარწერით "ჩვენ თქვენთან ვართ" და "სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს!".
აქციის მონაწილეებმა გააპროტესტეს კარტოგრაფების ბრალეულობის სახკითხი და აღნიშნეს რომ მათი დაკავება არის უკანონო.
ელენე ხოშტარიას განცხადებით კი პროკურატურის ტყუილების მიუხედავად ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა სინდისის პატიმრები არიან.