გლდანი-დიღმის დამაკავშირებელ ხიდზე მოძრაობა გაიხსნა. როგორც პალიტრა ნიუსს შსს-ში განუცხადეს, მოძრაობა ხიდზე გადატვირთულია,თუმცა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები მოძრაობას არეგულირებენ. გლდანი-დიღმის დამაკავშირებელი ხიდი უხვი ნალექის გამო რამდენიმე საათის განმავლობაში გადაკეტილი იყო. ძლიერმა სეტყვამ და უხვმა ნალექმა დედაქალაქის სხვადასხვა უბანში პრობლემები შექმნა. ძლიერი სეტყვა და უხვი ნალექი დაფიქსირდა გლდანი ნაძალადევის რაიონში, რის გამოც აღმაშენებლის ხეივანსა და ხიზანიშვილის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა გართულებული იყო.