გივი თარგამაძე თბილისის პროკურატურაში მისი მანქანის აფეთქების საქმის მასალების გასაცნობად მივიდა. როგორც მან პროკურატურაში შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა, საქმის მასალების გაცნობის ინიციატივა მისგან წამოვიდა. როგორც თარგამაძემ აღნიშნა, მას ასევე აინტერესებს რატომ გააგრძელა პროკურატურამ წინასწარი გამოძიების ვადა და არ გაიყო დავით ხეჩუაშვილის საქმე სასამართლოში. იგი ვარაუდობს, რომ მისი საქმის მეორე ფიგურანტ ბორის ჩაგუნავას მიმართ გამოტანილი განაჩენით დავით ხეჩუაშვილის წინააღმდეგ საქმის წარმოება შეწყდება, ვინაიდან სწორედ ჩაგუნავა იყო ის პირი, ვისი საშუალებითაც გამოძიება ხეჩუაშვილზე გავიდა.